
თბილისში საინფორმაციო ტექნოლოგიების ინოვაციებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში” 29 და 30 ოქტომბერს ელექტრონული მმართველობის განვითარების სახელმწიფო კომისიამ საინფორმაციო ტექნოლოგიების ინოვაციებისადმი მიძღვნილი პირველი ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გამართა. კონფერენცია სახელწოდებით ,,ინფორმაციული საზოგადოების შექმნა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის” მიეძღვნა ისეთ საკითხებს,როგორიცაა: საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება,საინფორმაციო ტექნოლოგიების ზემოქმედება ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე,სამთავრობო სტრუქტურებსა და განათლების სფეროში ელექტრონული მართვის კუთხით გადადგმული ნაბიჯები,ბიზნესისა და სახელმწიფო ოპერაციების უსაფრთხოება,საინფორმაციო ტექნოლოგიური მმართველობა და სხვ.
კონფერენციის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების როლისა და მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების გაცნობიერება.საინფორმაციო ტექნოლოგიების მნიშვნელობისა და ღირებულებების თაობაზე მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების,კერძო სექტორისა და ფართო მასების უკეთ ინფორმირება. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო სტრუქტურის და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებმა,დონორმა ორგანიზაციებმა,საინფორმაციო ტექნოლოგიების საერთაშორისო ექსპერტებმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მსოფლიოს ათამდე ქვეყნიდან.
ორდღიანი კონფერენციის ბოლოს,ღონისძიების ორგანიზატორებმა დაჯილდოების ცერემონია გამართეს. ჟიური დაკომპლექტებული იყო ეკონომიკის დარგის ექსპერტების,ბიზნესისა და განათლების სფეროს,ასევე არასამთავრობო სექტორისა და მასმედიის წარმომადგენლებისაგან.
აღნიშნულ ღონისძიებაზე საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მიღწეული ინოვაციებისათვის,დაწესებული იყო შემდეგი ნომინაციები:
1.სამთავრობო სააგენტოების მიერ შექმნილი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ელექტრონული მომსახურება;
2.საიფორმაციო ტექნოლოგიების წარმატებული ინოვაცია,რომელმაც სამუშაო პროცესი გაამარტივა;
3.ყველაზე წარმატებული ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილება;
4.საინფორმაციო ტექნოლოგიების საუკეთესო მენეჯმენტი;
5.საუკეთესო საინფორმაციო რესურსი;
6.საინფორმაციო ტექნოლოგიების პროექტის საუკეთესო წინადადება;
7.საუკეთესო Iთ სააგენტო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ორი საჯარო სამართლის იურიდიული პირი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და სამოქალაქო რეესტრის სააგენტო კონკურსის გამარჯვებული გახდა სამ სხვადასხვა ნომინაციაში,მათ შორის ერთ მთავარ ნომინაციაში:ყველაზე წარმატებული ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილება.ნომინაცია: საინფორმაციო ტექნოლოგიების საუკეთესო მენეჯმენტი,საუკეთესო Iთ სააგენტო-საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მოიპოვა,ხოლო ნომინაციაში:სამთავრობო სააგენტოების მიერ შექმნილი ყველაზე ფართოდ გამოყენებული ელექტრონული მომსახურება-წარმატება სამოქალაქო რეესტრს ხვდა წილად.
კონფერენცია გაიმართა კომპანიების: ,,იუ-ჯი-თი”(UGთ), ,,მაიკროსოფტი”(Mიცროსოფტ), ,,ეიჩპი”(HP), ,,ინტელ სოფტლაინ უკრაინა”(Iნტელ, შოფტლინე Uკრაინე), ,,სოფტლაინ ინტერნეიშენალი”(შოფტლინე Iნტერნატიონალ), ,,ორიენტ ლოჯიკი”(Oრიენტ Lოგიც) ფინანსური მხარდაჭერითა და ამერიკის სავაჭრო პალატასა(Aმჩჰამ) და მედია ჰოლდინგ ,,ჯორჯიან ბიზნეს კონსალთინგ”-თან(GBჩ) თანამშრომლობით.
ნატა გაბიტაშვილი
2.11.2008წ.