
საქართველოს საპატრიარქოში ხვალ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თსუ-ს ხელმძღვანელობას, პროფესორებსა და სტუდენტებს შეხვდება.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, პატრიარქი თსუ-ს რექტორს გია ხუბუას, უნივერსიტეტის რამდენიმე პროფესრ-მასწავლებელს და პატრიარქის სტიპენდიანტებს შეხვდება.
კერძოდ, დოქტორანტურის სტუდენტებს, ისტორიკოს ლერი თავაძეს და ფილოლოგ მაია დანელიას. ისინი პატრიარქისგან 200 ლარის ოდენობით ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებენ. თავაძე და დანელია უწმინდესის სტიპენდიანტები შერჩევის შედეგად გახდნენ.
მოამზადა ნატა გაბიტაშვილმა
29.12.2008წ.
Комментариев нет:
Отправить комментарий