понедельник, 29 декабря 2008 г.

სამხატვრო აკადემიის ნაციონალური ორკესტრი სანდრა ელისაბედ რულოვსმა დაბადების დღეზე მიიწვია


14 დეეკემბერს რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან არსებული ნაციონალური კამერული ორკესტრის კონცერტი გაიმართა. ჯგუფი დიდი ხანი არ არის რაც ჩამოყალიბდა. კამერული ორკესტრი თხუთმეტი კაცისგან შედგება, რომლის დირიჟორიც ბატონი ალექსანდრე ხაინდრავა გახლავთ. 
 
კონცერტს უძღვებოდა ტატო ჯინჯიხაძე. კონცერტი ორ განყოფილებიანი იყო. პირველ განყოფილებაში გაჟღერდა ი.ს. ბახის ბრანდერბურგის კონცერტი N: 6 და კონცერტი ორი ვიოლინოსა და ორკრსტრისათვის დ-მოლლ. პირველი განყოფილება სამუელ ბარბერის პიესით დამთავრდა, რომელიც აგვისტოს ომში დაღუპულ მეომრებს ეძღვნებოდა, მუსიკას თან ახლდა ომის კადრები, რასაც ცრემლისა და სევდის გარეშე არ ჩაუვლია.
 
მეორე განყოფილებაში ასტორ პიაცოლა “წელიწადის დრონი” (ტანგო) შესრულდა. 
 
კონცერტს სხვა და სხვა თაობის წარმომადგენლები სტუმრობდნენ, მათ შორის იყვნენ საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი, კომპოზიტორი ბატონი ნიკა მემანიშვილი, სამხატვრო აკადემიის რექტორი ბატონი გია ბუღაძე და სხვა ცნობილი სახეები.



  კონცერტის დასრულების შემდეგ ჩვენ ვესაუბრეთ ანსამბლის მიწვეულ სოლისტს, პიანისტს ნათია ქავთარაძეს: 
ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო ასეთი მაღალი დონის მუსიკოსებისგან შემდგარ ორკესტრთან მუშაობა. კონცერტმა წარმატებით ჩაიარა და დიდი გამოხმაურებაც მოყვა. 23 დეკემბერს ქალბატონ სანდრა ელისაბედ რულოვსის დაბადების დღეზე მიგვიწვიეს იგივე პროგრამით, პროგრამას დაემატა კლარნეტისტი შოთიკო გოგოძეც. ძალიან კარგი საღამო გამოვიდა. ქალბატონი სანდრა და მისი სტუმრები აპლოდისმენტებს არ იშურებდნენ. ჩვენ ძალიან ბედნიერნი ვართ ასეთი წარმატების. ეს ორკესტრი შექმნილია, როგორც სამხატვრო აკადემიის ნაციონალური ორკესტრი, თუმცა დაფინანსება ჯერჯერობით გამოყოფილი არ არის და ისინი მხოლოდ ენთუზიაზმით ასრულებენ საყვარელ საქმეს, ამ წარმატების შემდეგ თვითოეული ჩვენთაგანი იმედს ვიტოვებთ, რომ დაფინანსების საკითხი ახალი წლიდან მოგვარდება.



  მოამზადა ნატა გაბიტაშვილმა


Комментариев нет: